ვანო მერაბიშვილის მეუღლე: "არ ვიცი რატომ არ მიშვებენ სანახავად, უბრალოდ გვაწვალებენ და დაგვცინიან კიდევაც" - Palitra News

ვანო მერაბიშვილის მეუღლე: "არ ვიცი რატომ არ მიშვებენ სანახავად, უბრალოდ გვაწვალებენ და დაგვცინიან კიდევაც"

2018-10-03 17:09:24+04:00

თაკო სალაყაიასთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევენ მას მეუღლის მონახულების საშუალებას. "ჩემი აზრით,უბრალოდ გვაწვალებენ, ალბათ, დაგვცინიან კიდევაც“ - აცხადებს ვანო მერაბიშვილის მეუღლე, რომელიც კლინიკა მედიქლაბთან იმყოფებოდა, სადაც ექს პრემიერი ამჟამად მკურნალობს.

როგორც სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ დრომდე ითხოვს მეუღლის ნახვას, თუმცა ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. როგორც სალაყაიამ აღნიშნა, მეუღლის ნახვის თაობაზე შესაბამის გამცხადებით მიმართა სასჯელაღსრულებას, რაზეც, სხვა კრიტერიუმებთან ერთად უთხრეს, რომ უნდა წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, რომ მას ნამდვილად შეუძლია ნახოს მეუღლე კლინიკაში. სალაყაია ამბობს, რომ ის ფიზიკურად ვერ წარადგენს ასეთ რეკომენდაციას, ვინაიდან ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი.