პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიუხედავად დაავადების რეგრესისა, ადვოკატების მიერ გამოთქმული ბოლო ეჭვის გამოსარიცხად ვანო მერაბიშვილი "მედიკლაბში" სისხლის დამატებითი ანალიზებისთვის იქნა გადაყვანილი.სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, დაიცვან პაციენტის უფლებები და პატივი სცენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.