სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადება გააკეთა. უწყება კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი, ბლეფარო-კონიუნქტივიტი - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სავარაუდოდ მოწავლით არის გამოწვეული.