ვანო მერაბიშვილი საპატიმრო დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს - Palitra News

ვანო მერაბიშვილი საპატიმრო დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს

2019-09-06 14:09:34+04:00

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას 20 თებერვალს დატოვებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი შს მინისტრის საკნიდან გაყვანის ფაქტზე, ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა