შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა. მისი განმარტებით, ის სეიმის ხელმძღვანელობამ მიიწვია. მერაბიშვილს ოფიციალური და პირადი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ცნობილია, რომ ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს, თუმცა აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც თავადვე აცხადებს, პოლონეთში ვიზიტი დაახლოებით 2 დღეს გაგრძელდება. ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.