პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქის ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციის თანახმად ვანო მერაბიშვილი პოლონეთის სეიმის ხელმძღვანელობის მიწვევით მიემგავრება რათა მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ღონისძიებებში. გარდა ამისა ყოფილი პრემიერი გადადუდებელი მკურნალობის კურსაც გაივლის.