შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა განუცხადა. ადვოკატისთვის უცნობია, ამჯერად რას უკავშირდება მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანა. შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილს 2 თვეზე მეტია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც სამოქალაქო კლინიკაში რამდენჯერმე გადაიყვანეს და სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.