ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, გააგდეს - სოზარ სუბარი - Palitra News

ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, გააგდეს - სოზარ სუბარი

2020-08-05 18:01:49+04:00

ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ, არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს.

როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სჭირდება, ვინაიდან ის დისკრედიტირებულია.