ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მის განცხადებებს პოლიტიკურ სპექტრში, არანაირი წონა არ აქვს. ის ძალიან ხშირად იცვლის პოზიციებს იმის მიხედვით, თუ საიდან უბერავს ქარი, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მაჭავარიანი ასევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის თაობაზე.