ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას იცნობს, თუმცა დამატებით კომენტარს არ გააკეთებს. ჩხარტიშვილი სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულებას ესწრებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ იცნობს თუ არა ის ნათია თურნავას და გაუწია თუ არა რეკომენდაცია მინისტრის პოსტზე დანიშვნისას. ჩხარტიშვილმა მედიის წარმომადგენლები კომენტარისთვის სხვა ნებისმიერ დღეს დაიბარა.