ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა შემცირდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა 141-ით შემცირდა.
თუ 2018 წლის ივლისში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი 1064 პუნქტი ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 923-ს შეადგენს.
სამაგიეროდ, სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა სწრაფად იზრდება. მაშინ როდესაც იანვარში ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 193 შეადგენს.