ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოსკარის ნომინანტი ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ გახსნის. წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება და ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკინის ფილმი - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და იგი ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.