ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის; დაბადების დღის, თვისა და წლის შეყვანა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის "მე არ ვარ რობოტი" მონიშვნა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი თავის მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება გაუნულდება. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემებიც