პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა.ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემებიც დაემატა.ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 420 მსესხებლის 695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ. ჯამური დავალიანების თანხა 3,148,735,096 ლარია. ვებ-გვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები და კრედიტები: მათ შორისაა „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „სილქ როუდ ბანკი“, „ხალიკ ბანკი“, სს „იშბანკი საქართველო“ და „ვითიბი ბანკი“. ცნობისთვის თუ ვებგვერდზე ვალი.ჯი მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება დავალიანება.