პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 ათას 483 მსესხებლის, 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,682,200,002 ლარია.მათივე ინფორმაციით, ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხებია. თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.