ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 106 494 მოქალაქეა დარეგისტრირებული - Palitra News

ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 106 494 მოქალაქეა დარეგისტრირებული

2021-05-28 12:00:50+04:00

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 11:30 საათის მდგომარეობით, 106494 მსურველია დარეგისტრირებული.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 89 985 მოქალაქეს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 290 ადამიანმა გამოთქვა. 24 643 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 20 587 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 10888 პირმა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 7074-მა ადამიანმა გამოთქვა, 3238-მა კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.