უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირაში ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები ჩაერთვებიან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებისკენ იყო მიმართული.