ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.
მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველი მსახიობი, რომელსაც ყველაზე დიდი აღიარება თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეში” შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა, ერთ კვირაში პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. დეკემბერში კი მისი სახელობითი ვარსკლავი უნდა გახსნილიყო.