ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამოა დაკავებული, მეორე კი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობის ბრალდებით.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მიმართა საბჭოთა კავშირის დროშით მიმავალ ადამიანებს, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.
ამ წუთებში ვაკის პარკთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს "საქართველოს უკვდავი პოლკი" მართავს, რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მეორე კი მათი საპირისპიროა.პოლიციას ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან სპეციალური კორდონით ჰყავს გამიჯნული.