ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 101 წლის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად დამწვარია 20 კვ. მეტრის ფართობი ტერიტორია. მათივე ცნობით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 1918 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.