"ევროპული საქართველო", თავისუფლების ინსტიტუტი, "ტაბულა", ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და აფხაზთა კრება რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებს. სამდღიან ექსპოზიციას, რომელიც 24 მაისს 21:00 საათზე გაიხსნება და 26 მაისს 18:00 საათზე დაიხურება, კლუბი ხიდი უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორებმა კამპანიის დაწყება ოფიციალურად დაანონსეს და ვახუშტის ხიდიდან ბანერი, წარწერით "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" გადმოფინეს.