ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, 19 აპრილამდე გადაიდო. ერთ-ერთი დაკავებულის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სხდომის გადადების მოთხოვნის მიზეზი საქმის მასალების სრულად გაცნობაა. მისი თქმით, სტრატეგიის ასაგებად საჭიროა მასალების გაცნობა, რაზეც ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები ჭავჭავაძის გამზირის #5-თან, სადაც მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა, გამართული აქციის დროს დააკავეს.