ვახტანგ შაქარიშვილი - დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული - Palitra News

ვახტანგ შაქარიშვილი - დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული

2019-05-14 13:15:43+04:00

თბილისის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული.

"ერთმანეთთან შეუთავსებელია - ქვეყანას სურდეს დემოკრატიის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება და პარალელურად ქმნიდეს ბიზნესის მონოპოლიებს", - ააცხადებს შაქარიშვილი.

მისივე თქმით, მონოპოლიურმა მდგომარეობამ პრობლემები შეუქმნა როგორც ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესჯგუფებს, ისე მუნიციპალიტეტს. შაქარიშვილი საკიტხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს თბილისის მერიას კონკურენციის სააგენტოსა და სამარტალდამცავლ უწყებებს.