დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს კიდევ ერთხელ მივა. რობაქიძე უწყებაში გამოკვლევის შედეგებს მიიტანს, რომელიც მან "ავერსის" კლინიკაში ჩაიტარა. დადგება თუ არა სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ინსპექტორის სამსახური ინფორმაციას შეისწავლის და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება. ვახტანგ რობაქიძის მტკიცებით, პოლიციაში მასზე ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა.