"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ მართლა თანხმდება უბარიერო პროპორციულ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უარს აცხადებს საშვილიშვილოდ ძალაუფლების უზურპაციაზე. ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს ახსნილი ის პირობა, რომელიც გუშინ მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო. მდინარაძის თქმით, ისედაც აქვთ აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია.