„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩევლებში სიძულვილის ინვესტირებას აკეთებს მეორე მხარის მიმართ. ეს დღეს, ისეთ პიკშია მისული, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საკითხებზეც კი არ ლაპარაკობენ პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა მიშელის დოკუმენტთან მიმართებით.მეგრელიშვილის აზრით, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნის მცდელობა ორივე დაპირისპირებულ მხარეს აქვს.