ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალოიანი აღნიშნავს, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა მცირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური საწოლების დროული მობილიზება, აღჭურვის კიდევ ერთხელ გადამოწმება და კოორდინირება ოჯახის ექიმს, 112-ს და ჰოსპიტალურ სექტორს შორის, რათა მოვახერხოთ ყველა ინფიცირებული მძიმე პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია და დახმარების აღმოჩენა.აცხადებს კალოიანი.