ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბანკზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავება მას უნდა, თუმცა, ამას შესაძლოა წლები დაჭირდეს, რაც „ჩვეულებრივი თემაა“. გომელაურმა არ გამორიცხა, რომ ესებუას დაკავაებას შესაძლოა 8 ან ათი წელი დასჭირდეს თუმცა იქვე აღნიშნა რომ მისი მალე დაკავების სურვილი აქვს.