გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას პარლამენტის წევრები გამოეხმაურნენ.
დავით მათიკაშვილის თქმით, საგამოძიებო სტრუქტურის პრეროგატივაა განსაზღვროს კონკრეტულ დროში, რომელ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. მისი თქმით, ახლა დაიკითხებოდნენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები თუ მანამდე ეს არის საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივა.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის თქმით კი საკვანძო მოწმეები ახლა კი არ უნდა დაკითხულიყვნენ, არამედ გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა ეს გამოძიებას. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ნება არ აქვს, მაშინ აღნიშნულს "პარლამენტი მიხედავს".