სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა პარლამენტში დახურულ ფორმატში გრძელდება. პლენარული სხდომა უმრავლესობის ინიციატივით დაიხურა - სესიის დახურვაზე გადაწყვეტილება 99-ხმით, 16-ის წინააღმდეგ მიიღეს.სუს-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ვახტანგ გომელაური ამბობს რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. მისივე ინფორმაციით, კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.