შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5 „კანონიერი ქურდი“ მისცეს.
„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა კი 49 პირის მიმართ დაიწყო.
რაც შეეხება ნარკოდანაშაულს გომელაურის ინფორმაციით ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებულია და პასუხისგებაში მიცემულია 16 პირი, 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია კი დაიხურა. პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი.
ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი; 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი.