შინაგან საქმეტა მინისტრის მოვალეობის შემსურებელმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა. გომელაურმა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! ამასთან მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა წლის მნიშვნელოვან გამოწვევებზეც ისაუბრა.
როგორც გომელაური აცხადებს, 2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო არა მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლის, არამედ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიმართულებითაც. მისი თქმით, სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფდა, რათა თითოეულ მოქალაქეს საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დაეფიქსირებინა.