შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ვახტანგ გომელაურმა ენრიკო ვალვოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.