შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაურის განცხადებით არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიები სულ უფრო ხშირად გააკეთებენ განცხადებებს, რომ ქვეყანაში კრიმინალურმა შემთხვევებმა მოიმატა. მისი თქმით, ხშირად ხდება მისი და უწყების განცხადებების ინტერპრეტირება.
მინისტრმა 2012 წლამდე პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა მთავრობის პირობებში ციხეებში 25 ათასამდე ადამიანი იჯდა, დღეს კი მსჯავრდებულების რიცხვი 9 ათასამდეა. გომელაურის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 3-ჯერ ნაკლები დანაშუალი ხდება ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა.