ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 107 წელის შესრულდა. თარიღის აღსანიშნავად ბინა-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა. პირველად გამოიფინა დიდი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის სასცენო კოსტიუმები და პირადი ნივთები. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია, ასე რომ მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ გამოფენის ხილვა.