"თიბისი ბანკი“ მოქალაქეებს სესხებზე სამთვიან საშეღავათო პირობებს სთავაზობს. მათი ცნობით, ბანკი ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შესთავაზებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს. თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება მომხმარებლებს პროცენტებს არ გაუზრდის.
როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, "თიბისიმ" საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო და ყველა ტიპის სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება. რაც შეეხება „თიბისი ბანკის" მიერ სესხების შენატანზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ აღნიშნული სამი თვის დავალიანების გადახდის საკითხს, ბუცხრიკიძის განმარტებით, ბანკი ორ ვერსიაზე ფიქრობს, დაგროვილი სამთვიანი გადასახადი გადანაწილდება მომდევნო პერიოდზე ან სესხის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდება.
თიბისი მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ. „თიბისი“ ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად,“-ნათქვამია ბანკის განცხადებაში.