ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ბოლო სამ დღეში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ მიუღიათ, გამოჯანმრთელებული კი სამი პაციენტია, მათ შორის ორი მოზარდი.
როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, კლინიკაში მძიმე პაციენტი არ ჰყავთ და მხოლოდ ერთ პირის მდგომარეობა არის საყურადღებო. სულ კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.