ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათგან ერთი მოზარდია.
სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 ბავშვია დანარჩენები მოზრდილები. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, უმეტესობა ელოდება გამოჯანმრთელებას.