აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ყოლბაიას თქმით, ის ჯერ წასვლას არ გეგმავს.კითხვაზე, რჩება თუ არა პოსტზე, ყოლბაია პასუხობს, რომ „ჯერჯერობით ასეა“. ვახტანგ ყოლბაია, შესაძლოა, ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს. პარალელურად ცვლილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, სადაც საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში უნდა გაიმართოს.