20:49
9 მაისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება
15-04-2021

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.

ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ.

სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
რუსეთში კორონავირუსის 8419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 334 ადამიანი კი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - იერუსალიმში ძალადობრივ არეულობას არ დავუშვებთ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ლინას ლინკევიჩუსი - გამარჯვების აღლუმი და სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება კრემლის ხელმძღვანელობის მიერ ამაო დღესასწაულია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინა და აშშ შავ ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
NASA-მ ჩინეთის მიერ რაკეტის ატმოსფეროში შემოსვლის მართვა გააკრიტიკა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები