ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისსიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი დავით კაჭარავა ფიგურირებს, პოლიციამ სამი პირი დააკავა. თავად კაჭარავას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომლებსაც გამოძიება სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასროლას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება სამ პირს შორის.