ვაკეში კაფე-ბარი გაქურდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქურდობაში ბრალდებული დადგენილია, ის 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა და მომხდარზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.