ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში სანდრა რულოვსი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.მისი თქმით, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ეფუძნებოდა როგორც მის პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითრებულ მოვლენებს.