სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების 40-მდე დარღვევა დაფიქსირდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც. მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში.
წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება. უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.