აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს. აგრარულ ბაზრებში კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველეობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ორი და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.