2018 წლის თებერვალში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13.9 მლნ ლარით შემცირდა და 381.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის თებერვლის მიმოხილვაშია მოცემული. სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.7 პროცენტი იყო.
"ვადაგადაცილებული სესხების 45.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.6 პროცენტს გაუტოლდა," - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.