აგვისტოში ვადაგადაცილებული სესხები 20 მილიონ 900 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის აგვისტოს მიმოხილვაში.
ამავე სტატისტიკით, გასულ თვეს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 559 მილიონ 900 ათას ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 30.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.2 პროცენტს გაუტოლდა.