12:13
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა
02-08-2019

ივნისში, ვადაგადაცილებული სესხები 8 მილიონ 400 ათასი ლარით შემცირდა და 490 მილიონ 900 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.7 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.7 პროცენტს გაუტოლდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები