მარტში ვადაგადაცილებული სესხები 3 მილიონ 200 ათასი ლარით გაიზარდა და 486 მილიონ 500 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის მარტის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8% იყო. ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების 44.7% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
რაც შეეხება მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელს, საანგარიშო პერიოდში, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.5%-ს გაუტოლდა.