2017 წლის დეკემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 73 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა და 394 მილიონ 500 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის დეკემბრის მიმოხილვაშია მოცემული. სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.
ამასთან, როგორც 2017 წლის დეკემბრის მიმოხილვაშია აღნიშნული, ვადაგადაცილებული სესხების 44.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.